საბერძნეთში ერთი თვის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან ქართველების კავშირი არ დადასტურდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 წლის ქეროლაინ ქროუჩი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ საკუთარმა ქმარმა ბალიშით გაგუდა და მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.
გამოძიებამ მაშინ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის ერთი ქართველიც, რომელსაც ყალბი პასპორტი ჰქონდა.
თუმცა, გამოძიებას დანაშაულთან მისი კავშირის არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა.
ნამდვილი მკვლელი სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონის აპლიკაციის დახმარებით გამოავლინეს.
მოკლული ქალის ქმარმა დანაშაული აღიარა. ის აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენამდე ცოლთან იჩხუბა, ვინაიდან მას განქორწინება სურდა.